07/02/2025
15:46
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/475956762_3896404503915451_4043336533671491747_n.png)
ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის „ცივი ომისეული მენტალიტეტი“ დაგმო და აშშ გეოპოლიტიკურ „ჰეგემონიზმში“ დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, რუბიომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიცია გაიმეორა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონს შეუძლია პანამის არხზე კონტროლის აღება რეგიონზე ჩინეთის გავლენის შესუსტების მიზნით.
,,რუბიოს კომენტარები „გაჟღენთილია’’ ცივი ომის მენტალიტეტითა და იდეოლოგიით და ისინი უსაფუძვლო ბრალდებებია ჩინეთის წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავს უთანხმოების დათესვას ჩინეთსა და [ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის] ქვეყნებს შორის. პეკინი არ ცდილობს „ნულოვანი ჯამის“ ურთიერთობების დამყარებას დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებთან, არამედ გვსურს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთსარგებლიანობასა და მოგებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე. ლათინურ ამერიკაში ჩინეთის სამიზნე არცერთი მესამე მხარე არ იქნება.
ჩინეთი მხარს უჭერს პანამის სუვერენიტეტს პანამის არხზე და ორიენტირებულია, რომ შეინარჩუნოს არხის, როგორც მუდმივად ნეიტრალური საერთაშორისო წყლითსავალი გზის, სტატუსი. ჩინეთი არასოდეს მონაწილეობდა არხის მართვაში ან ექსპლუატაციაში“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0