06/02/2025
11:13
მსოფლიო
არგენტინის საპრეზიდენტო ოფისის განცხადებით, პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვანთათვის სქესის შემცვლელი ოპერაციების ჩატარებისა და ქალთა ციხეებში მოთავსებულ ტრანსგენდერ ქალებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ.
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის სპიკერმა მანუელ ადორნიმ თქვა, რომ აკრძალვა ჰორმონულ თერაპიას მოიცავს. არგენტინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ათასობით არგენტინელმა პროტესტი გამოთქვა ლგბტ+ უფლებების დაცვის მიზნით. ასევე ხავიერ მილეი სიტყვით გამოვიდა დავოსში, შვეიცარიაში, სადაც მან "ფემინიზმის, მრავალფეროვნების, ინკლუზიის, აბორტის, ეკოლოგიურობისა და გენდერული იდეოლოგიის" პროგრესულ პოლიტიკას "კიბო უწოდა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას".
"პრეზიდენტი კანონს ბრძანებულებით ვერ შეცვლის და თუ ის ამას შეეცდება, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულ სასამართლოს. არსებული კანონით არ იქნება დაშვებული გენდერული ოპერაცია არასრულწლოვანთათვის", - განაცხადა არგენტინის ლგბტ+ ფედერაციამ X-ზე.
0
0