06/02/2025
13:52
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/zarquaaaaa.png)
რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი - ის ყოველთვის ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მოხდა ლუსტრაცია თუ “ვის და როგორ ემსახურება მამუკა ხაზარაძე”.
“ლუსტრაცია მოხდა ვის და როგორ ემსახურება. რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ის ყოველთვის იყო ის ვინც დღეს არის - ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? - იმიტომ, რომ მისი არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს არ დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი - ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს სთხოვდა ქართველი ხალხის და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო!” - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში”
მისი თქმით, პანამას შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა აშშ-ს ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
0
0