არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვიდან ვინმეს მცდელობას, ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში - კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი
07/02/2025
17:01
მსოფლიო
A-
+A
„კონსერვატიული პარტიიდან“ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის გამო. აღნიშნულის შესახებ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
მერცის თქმით, საკითხის განხილვას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
„ამ საკითხზე მაქვს მკაფიო პოზიცია და მას გავუზიარებ: მე არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვიდან ვინმეს მცდელობას, პირდაპირ ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში“, – განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.
0
0
47
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%