07/02/2025
19:13
საზოგადოება
![main-img](https://spnews.io/storage/files/dekanozi%20giorgi%20yishidze.jpg)
წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ხვალ, 13:30 საათზე, აღმაშენებლის გამზირიდან, 24-ე სკოლიდან, სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა დაიწყება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ყიფშიძე).
მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში, ასევე გელათში საზეიმო წირვა აღევლინება. ამასთან, წმინდა მეფის მოღვაწეობიდან 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, მცხეთაში მანქანებითა და ორი ავტობუსით მსვლელობა მოეწყობა.
13:00 საათზე აღმაშენებლის ძეგლთან დაგეგმილია სამეფო გვირგვინის გახსნის ცერემონია.
ასევე, 24-ე სკოლიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მოეწყობა ფეხით მსვლელობაც, რომლის ორგანიზატორები არიან საპატრიარქო და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“. მსვლელობის ბოლოს, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებაც ჩატარდება.
0
0