26/04/2025
12:03

იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელთა მიერ გაცემული ვიზებიც ჩვენთვის ვალიდური იყო, გამოირჩა 5 ქვეყანა და ამ 5 ქვეყნის ვიზით თუ შემოდის 17 რთული ქვეყნის მოქალაქე, მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები დავუწესეთ , - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მან 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.
მისი განმარტებით, წესების გამკაცრება ბოლო პერიოდის მიგრაციულმა ტენდენციებმა განაპირობა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებებს მიეცა ისეთი ინტერპრეტაცია თითქოს გამარტივდა და უფრო მეტად და მარტივად შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა და ამ დროს პირიქითაა.
ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ 2015 წელს მიღებული დადგენილებით განისაზღვრა 50 ქვეყანა უსაფრთხო ქვეყანა და თუ ამ ქვენების მიერ თუ არის გაცემული ვიზა ან ბინადრობის მოწმობა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ და დარჩენა 90 დღის ვადით.
„როდესაც სახელმწიფო უწყებებს საუბარი გვქონდა დადგა საკითხი, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით დაწესებულიყო შეზღუდვები, ვინაიდან ამ ქვეყნების ვიზით შემოდიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეები - მაგალითად ავიღოთ ავღანეთის მოქალაქეები, რომელთა გაძევება ავღანეთში არ არის შესაძლებელი, თუნდაც დასრულდეს 2 წლიანი ხანგრძლივი პროცედურები, მაგრამ ვერ ვაძევებთ ავღანეთში, რადგან იქ ისეთი ვითარებაა შეიძლება ის წამებას დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნა მოფიქრებული, ჩაიდო მოთხოვნა, ჩამონათვალი გაკეთდა დაახლოებით სულ არის 17 ქვეყანა და ამ ქვეყნებისთვის დაწესდა შეზღუდვა, რომ - თუ მაგალითად ბაჰრეინის სამეფოს ვიზით შემოდის ავღანეთის მოქალაქე ვიზაზე ან ბინადრობაზე უნდა ჰქონდეს 1 წელი და მეტი ვადა დარჩენილი. იმისათვის, რომ დავიწყებთ გაძევების პროცედურებს მინიმუმ უკან დავაბრუნოთ ბაჰრეინში და არ მოგვიწიოს ავღანეთში გაძევება.
ანუ იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელთა მიერ გაცემული ვიზებიც ჩვენთვის ვალიდური იყო, გამოირჩა 5 ქვეყანა და ამ 5 ქვეყნის ვიზით თუ შემოდის 17 რთული ქვეყნის მოქალაქე, მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები დავუწესეთ და ვთხოვთ ერთწლიანს ან ხანგრძლივ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას იმისთვის, რომ გამარტივდეს ქვეყნიდან მისი გაძევება საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
0
0
რომის პაპი დაკრძალეს
26/04/2025