05/02/2025
00:21
სამართალი
2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა, ერთ პირს ყველა ბრალდება მოუხსნეს, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა:
ბადრი გრიგალაშვილი - 2400 ლარი;
მამუკა დიასამიძე - 2000 ლარი;
ლუკა თეთრაძე - 2500 ლარი;
სერგი გიგანი - 2500 ლარი;
ლუკა სარიშვილი - 2400;
დავით ბერიტაშვილი -2200 ლარი;
ირაკლი გეშაგურძე -2300 ლარი;
სანდრო ჩაფიძე - 2300 ლარი;
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ მამია კომახიას, მისი სასამართლო პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო, თავად კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
კონსტანტინე კობერიძე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა, ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
დავით კაკაშვილს მოსამართლე დავით ცაცუამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სხდომა გადაიდო და საქმეზე პროცესი 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
0
0