07/02/2025
14:22
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტი შეაფასა, რომლის დაინიცირებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
„ერთი-ერთში გადმოვიტანთ [„ფარას“ კანონს]. „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ეს კანონპროექტი ჩვენ განვიხილეთ „ხალხის ძალაში“, ორი წლის წინ ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო და ამას მხარს დავუჭერთ. თუ ვინმეს კითხვები აქვს, რა კანონია, რატომ არის და ასე შემდეგ, შევიდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე და მიიღებს პასუხებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველი გუნდი ამერიკული „ფარას“ პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგის ქართულ რეალობაში დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.
„ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
0
0