07/02/2025
18:52
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/starmeri.jpg)
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და არ აპირებს სანქციების დაწესებას მისი ოფიციალური პირებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის სპიკერმა განაცხადა.
„ეს არის აშშ-ის საქმე. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ მხარს ვუჭერთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას სასამართლოს ცალკეული წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე მუშაობენ.
0
0