26/11/2024
18:49
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის, - ეს განცხადება ლელო-საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გენო თებიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნება” არჩევნები მოიპარა.
“ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში შემავალ კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ეს ეხება არამარტო საქართველოს პარლამენტს, ასევე ეხება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თქვა, რომ ამ თამაშში და დიდ ქურდობაში მონაწილეობას არ მიიღებდა. არ მივცემდით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვტოვებთ „ ქართულ ოცნებას“ მარტო თავის ნაქურდალ მანდატებთან ერთად, რა თქმა უნდა მივაღწევთ იმ საწადელს, რაც ჰქვია ამ ქვეყნის განვითარება და დემოკრატიისკენ სვლა”,- აცხადებს გენო თებიძე
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული არიან “ქართული ოცნებიდან” 13, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან” 4, “გახარია-საქართველოსთვის” 2, “კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” 1 და “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” 1 წევრი.
0
0