ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
21/01/2022
12:51
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
0
0
299
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%