17/12/2022
17:48
სამართალი
ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
მახარაძის თქმით, "გოგოსთან მიმოწერისა და ინტიმური ურთიერთობის" კადრებით აშანტაჟებენ.
"არის დრო – ავხსნი, რატომ არის საჭირო, მხარდამჭერებს ავუხსნა, რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს, რადგან მნიშვნელოვანია – იმის გასაგებადაც, ჩვენი საქმე რამდენად მნიშვნელოვანია. სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი: კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც – ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ". – ამბობს ზურა მახარაძე.
0
0