17/11/2024
14:01
პოლიტიკა
მინდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა გადავუხადო მილოცვისთვის. ჩვენვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, არის ძალიან ყურადსაღები.
„ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“.
0
0