22/01/2022
10:32
მსოფლიო
სასანქციო სიაში მოხვდა 24 კომპანია, რომელთა საქმიანობაც „უკავშირდება ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის უკანონო მშენებლობასა და ექსპლუატაციას, ანექსირებული ყირიმსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზებას და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებას.
სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს შორისაა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ჩაიკა, რომელიც 2006-2020 წლებში რუსეთის გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა, და სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ანექსირებული ყირიმის ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. სანქციები ასევე შეეხო 18 მოსამართლეს, რომელთა გადაწყვეტილებებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქიის ქონების უკანონო მიტაცებას უწყობდა ხელს.
0
0