30/10/2024
18:54
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური მედია კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ „გამარჯვების გეგმის“ საიდუმლო დანართში შორი მოქმედების Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტები მოითხოვა:
„ხედავთ, რა ხდება ახლა მედიაში - ისინი ამბობენ, რომ უკრაინას სურს ან სურდა შორი მოქმედების რაკეტების მიღება, როგორიცაა Tomahawk და სხვა მსგავსი შეიარაღება. მაგრამ ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია უკრაინასა და თეთრ სახლს შორის. როგორ ხვდება ეს ინფორმაცია მედიაში? ეს ნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის არაფერია კონფიდენციალური,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დახმარების მასშტაბი „ფურცელზე“ და რეალობაში ერთმანეთს ძალიან განსხვავდება:
„უკრაინამ მხოლოდ 10% მიიღო იმ დახმარების პაკეტიდან, რომელიც აშშ-ის კონგრესმა 2024 წელს დაამტკიცა. პრობლემა არ არის თანხებში, არამედ ბიუროკრატიასა და ლოგისტიკაშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0