16/11/2024
01:26
კონფლიქტები
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ სოხუმი დატოვა, ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
“ასლან ბჟანიამ ოკუპრებული აფხაზეთის დედაქალაქი დატოვა გადადგომის შესახებ ოპოზიციის ულტიმატუმის შემდეგ. ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში TASS-ს დაუდასტურეს”. - წერს მედია.
„ამჟამად ასლან ბჟანია მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. “პრეზიდენტს”, გადადომისთვის 1-საათიანი ულტიმატუმი მას შემდეგ წაუყენა, რაც ოპოზიციური ძალები 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და დარბაზები დაარბიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბჟანიას გადადგომის საკითხი 16 ნოემბერს ე.წ. “პარლამენტმაც” განიხილოს, რადგან, ე.წ. “პრეზიდენტს” ე.წ. “კონსტიტუციის” დარღვევაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, პარალელურად მედიამ, კერძოდ, Baza-მ აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ოპოზიციის მიერ მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა.
0
0