21/09/2021
17:05
COVID-19
ექსპერტი მედიცინის საკითხებში, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფში ე.წ ბუსტერ დოზის საჭიროებას ადასტურებს.
მისი თქმით, მრავალმა კვლევებმა და დაადგინა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს გამაძლიერებელი დოზა სჭირდებათ.
"ჩატარდა უამრავი კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადებები, არის 60 წელს ზემოთ ასაკის და მუნიტეტი არც თუ ისე ძლიერი აქვს, აუცილებელია ბუსტერული დოზა. ეს აჩვენა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა და ამიტომ, მეც ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა სწორი გადაწვეტილება მიიღეს, რომ დაიწყეს ბუსტერ დოზის გამოყენება.
დღეს გამოაქვეყნა თავისი შედეგი Johnson & Johnson-მა და როგორც იცით, ეს არის ვაქცინა, რომელიც ერთ დოზას იყენებს, მაგრამ დღეს Johnson & Johnson-მა წარადგინა ოფიციალურად თავისი კვლევების შედეგები წამლების სააგენტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის მოთხოვნით, რომ კარგი იქნება, თუ ბუსტერ დოზა დაემატება Johnson & Johnson-საც," - ამბობს ზაზა წერეთელი.
ცნობისთვის, ფარმაცევტული კომპანია Johnson&Johnson აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა COVID-19-ისგან 94%-ით იცავს.
კომპანიის ცნობით, Johnson&Johnson-ის ვაქცინა, სხვა პრეპარატებისაგან განსხვავებით, ერთდოზიანია, თუმცა მისი მეორე - ბუსტერული დოზის მიღების შემთხვევაში დამცველობა იზრდება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ გამაძლიერებელ დოზას პირველი დოზის მიღებიდან ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, ანტისხეულები 12-ჯერ გაიზრდა.
კომპანია ასევე ირწმუნება, რომ ვაქცინის ორი დოზის შეყვანა 56 დღის ინტერვალით უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას COVID-19–ის მძიმე მიმდინარეობისაგან.
0
0