ზაზა დიასამიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
30/09/2021
13:26
არჩევნები 2021
A-
+A
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჭარნალის, ახალსოფლის და ორთა ბათუმის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
შეხვედრაზე მოსახლეობამ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და კანდიდატს საკუთარი ხედვების შესახებ კითხვები დაუსვა.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 70-ზე მეტი შეხვედრა გავმართე და დეტალურად გავეცანი მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, მოსახლეობას გავაცანი ჩემი ხედვა თუ რას ვაპირებ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სწრაფი ტემპით განსავითარებლად. გარდა ამისა ინფორმაცია მივაწოდე მიმდინარე პროექტებზე. ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალური, რათა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოერგოს მოსახლეობის საჭიროებებს. გუნდთან ერთად მზად ვარ ვემსახურო ხელვაჩაურელებს”, - განაცხადა ზაზა დიასამიძემ.
0
0
213113
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%