01/09/2022
16:59
მსოფლიო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისაა და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაგეგმილი მისიის შესრულება შეძლოს.
„რუსების მიზანია, ელექტროსადგური უკრაინული ქსელიდან გათიშონ და რუსულ ქსელს შეუერთონ. ამ ოთახში ჩემზე ბევრად დიდი ბირთვული ექსპერტები არიან და მეუბნებიან, რომ მსგავსი რამის გაკეთება რისკებს შეიცავს. ჩვენ არ გვინდა რაიმე რისკზე წასვლა ზაპოროჟიესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ბატონ გროსს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიეცეთ უფლება შევიდნენ მის ტერიტორიაზე და განახორციელონ ინსპექტირება, მაგრამ ზაპოროჟიე არის უკრაინული ატომური ელექტროსადგური და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ“, - აღნიშნა ჯონსონმა.
0
0