04/11/2024
20:01
პოლიტიკა
თუ ჩვენ ვიქნებით 1000 - ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით 10 ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება.
„ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება: 1. ჯერ კიდევ ვინმე თუ დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ იქნებ სადმე „ოცნებამ“ სამართლიანად გაიმარჯვა, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის გაყალბება, მაქინაცია, „რუსული ომის“ გეგმა, რომელიც ამ მთავრობამ შეასრულა;
მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არცერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც გამოვიდოდა და მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას, რაც ძალიან დიდი მიღწევა;
მესამე ყველაზე მთავარი არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა - არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიაში, ხელოვნებით და ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია ადამიანიანებს, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ. სამოქალაქო და დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ამ ბრძოლის ღერძი.
თუ ჩვენ ვიქნებით 1000 ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
0
0