15/10/2021
19:35
COVID-19
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანას შესაძლებლობა აქვს დღეში 40-50 ათასი ადამიანი აცრას.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატება ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით აიხსნება.
„ვცდილობ არ ვიყო ემოციური, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ- ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული, არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე და ყველამ მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი, რაც სჭირდება. სიკვდილობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე, - 20-სა და 30-ს შორის. ამის ფონზე, როდესაც ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება გადავაჭარბოთ „მეოთხე ტალღას“.
ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან?! გვაქვს მაგალითი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს ორჯერ აცრა და ისრაელმა უკვე სამჯერ აცრა თავისი მოსახლეობის უმრავლესობა, ძალიან შეამცირა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე სიკვდილობის რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0
0