17/11/2024
13:04
პოლიტიკა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ახალი პარლამენტის პირველ სხდომის შემდეგ, რაც არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მოხდება, ყველა დაინახავს, 61 ოპოზიციონერი დეპუტატიდან რამდენი დაწერს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას.
„პირველ სხდომაზე იქნება ცნობილი 150 დეპუტატის უფლებამოსილება, მათ შორის 61 ოპოზიციონერი დეპუტატის. ამის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, 61 დეპუტატიდან რომელი დაწერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტაზე და რომელი – არა. იმიტომ ჩქარობდნენ ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის ვერც თანხმდებოდნენ ერთმანეთში, განცხადება პირველ სხდომამდე უნდა დაწერილიყო, თუ პირველი სხდომის შემდგომ. უნდოდათ, რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ, მაგრამ მათივე მომხრეებმაც კი უთხრეს, რომ სისულელეს ამბობდნენ ე.წ. სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ამიტომ პირველ სხდომაზე ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, 61 ოპოზიციონერი დეპუტატიდან რამდენი დაწერს და რამდენი არა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0