უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის გამო
17/11/2024
14:58
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. უკრაინის უმსხვილესმა ენერგოპროვაიდერმა კომპანიამ DTEK დილით თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ ელექტროენერგია გათიშულია კიევში, ასევე დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
აღნიშნულის მიზეზად გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში სახელდება.
„კიდევ ერთი მასიური თავდასხმა ჩვენს ენერგოსისტემაზე“, – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო.
მისივე თქმით, რუსეთი თავს ესხმის ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებს მთელი უკრაინის მასშტაბით.
0
0
29
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%