14/08/2024
10:36
სპორტი
ინგლისური პოპულარული გამოცემა metro გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მერსისაიდელებმა" "ვალენსიასთან" წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულეს და ესპანურ მხარეს შეუთვალეს, რომ ოფიციალური წინადადებით უახლოეს 72 საათში დაბრუნდებიან.
Metro გვაუწყებს, რომ "ღამურები" 34 მილიონ ფუნტს, ანუ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ამასთანავე, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები "ლივერპულისა" ახალი მწვრთნელი არნე სლოტისა და გუნდის გადაწყვეტილების შესახებ წერენ.
მოგეხსენებათ, "ენფილდის" ბინადრები გიორგის 1 სეზონით იჯარით გაშვებას აპირებენ და იწერებოდა, რომ ეს შესაძლოა, სწორედ "ვალენსია" ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი გამოირიცხა.
"მერსისაიდელები" მამარდაშვილს აუცილებლად პრემიერ ლიგის გუნდში გაანათხოვრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე ინგლისურ სტილს ალღოს უფრო ადვილად აუღებს.
Metro-ს ინფორმაციით, ოთხი პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი (სახელები არ დაკონკრეტებულა), მზადაა, ქართველი 1 სეზონით იჯარით აიყვანოს.
0
0