27/11/2024
12:20
პოლიტიკა
ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა - ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გოცირიძე განმარტავს, ივანიშვილმა „რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა“.
„ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა.
გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზის, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს-მეთქი.
დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლამენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი.
რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა.
ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა.
კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- წერს გოცირიძე „ფეისბუქ“ გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
0
0