22/02/2023
13:01
მედიცინა
ვივა მედში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, იქამდე ის მრავალფეროვან საკვებს იღებდა, მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც, გარდა ამისა, კლინიკაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცილოვან დანამატებსა და პარენტერალურ კვებაზე უარს ამბობს.
რაც შეეხება ზონდით კვებაზე, კლინიკური დირექტორის თქმით, ამაზე საჭიროა პაციენტის თანხმობა.
"ოქტომბრის თვიდან დაიწყო ასეთი გაუარესება, წონაში პროგრესული კლება. ოქტომბრის თვემდე ეს პაციენტო იღებდა მრავალფეროვან საკვებს - სუპები, ბუტერბროდი კარაქით და ხიზილალაც შედიოდა, თევზეული, მაგრამ ამას ვეღარ ვაღწევთ. ოქტომბრის თვიდან იმიტომ არის ასეთი კლება. ეს ჩანაწერები აქვს სასჯელაღსრულებას, რაც მოდის საკვები ყველაფერს იწერენ რამდენადაც იცი. " თქვა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა.
ენდოკრინოლოგის თქმით კი, წონაში კლების მიზეზი ენდოკრინული კუთხით გამოირიცხა და "ეს არის სუფთა ალიმენტური, საკვებისმიერი ხასიათის".
კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის კუჭის დათვალიერება და დადასტურებულია, რომ კუჭ-ნაწლავი მონაწილეობს საკვების მიღებასა და გადამუშავებაში. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია მისი ფსიქოემოციური მდგომარეობით:
"ეს ყველაფერი განპირობებულია მისი ფსიქოემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი რა პირობებშიც ის იმყოფება და ამას თვითონაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი" თქვა ჩხაიძემ,
თუმცა შეკითხვაზე - გასცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის რეკომენდაციას ვივა მედიდან, ამბობს, რომ "ვერაფრის რეკომენდაციას ამ მიმართულებით ვერ გასცემენ".
0
0