27/12/2021
14:14
კულტურა
შესაძლოა, დასავლეთ აზიის ქვეყანაში - საქართველოში წარმოიშვა, სადაც, კვლევის მიხედვით, ვენახები 8000 წელია არსებობს - წერს dailymail.
„იტალიელმა მეცნიერებმა დეტალურად გამოიკვლიეს საქართველოში გავრცელებული ვაზის 204 ჯიშის გენომი და დაადგინეს, რომ დასავლეთ აზიაში ყურძნის „მოშინაურების ერთადერთი შემთხვევა“ დაფიქსირდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სწორედ ამ დროს, ღვინოებში - სოვინიონ ბლანი, მერლო, შარდონე და პინო ნუარი - გამოყენებულია ყურძენი, რომელიც შემდგომში ქართულ და ევროპულ ყურძნის ჯიშებთან შეჯვარდა,“ იუწყება The Times-ი.
დასავლეთ აზიიდან ევროპაში ყურძნის სხვადასხვა ჯიშის გავრცელება ადამიანთა მიგრაციამ და საზღვაო ვაჭრობამ განაპირობა.
სამეცნიერო დასკვნები განსხვავდება სხვა თეორიებისაგან, რომლის თანახმად, ევროპული ღვინის სახეობები კონტინენტის ველური ყურძნის ჯიშებიდან დასავლეთევროპულ ყურძნის ჯიშთან შეჯვარების გარეშე წარმოიშვა.
საქართველო ამაყობს, რომ ღვინოს 8000 წელია აწარმოებს - უფრო მეტ ხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი - რაც დასტურდება არქეოლოგების მიერ უძველეს თიხის ჭურჭელში ღვინის დანალექის კვალის აღმოჩენით.
„ჟურნალ „Nature Communications“-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, ასევე „დაადგინა შესარჩევი ყურძნის ჯიშების მოშინაურებისა და გამრავლების გენეტიკური ნაკვალევი. მტკიცებულება განსაზღვრავს ყურძენს, რომელიც დღეს ღვინის დასამზადებლად გამოიყენება“, - იუწყება გაზეთი.
„ავტორებმა გამოიკვლიეს იმ ველური ყურძნისა და ჯიშების გენეტიკურად მრავალფეროვანი სახეობის მსგავსი ხარისხი, რომლებიც დღეს ღვინის დასამზადებლად გამოიყენება“, - დასძინეს იტალიელმა მეცნიერებმა, მიშელ მორგანტიმ და გაბრიელე დი გასპერომ.
2017 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჯერ კიდევ 8000 წლის წინ საქართველოში „საოცარ მათრობელა“ ღვინოს სვამდნენ. არქეოლოგიურმა მტკიცებულებებმა ღვინის წარმოშობა 1000 წლით უკან - ნეოლითის ხანაში - დააბრუნა, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ ქვის იარაღებს იყენებდნენ. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღვინის წარმოშობის უძველესი კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით თარიღდება და შემდეგ ირანში, ზაგროსის მთებში გვხვდება.
ტორონტოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები თვლიან, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მათრობელა ალკოჰოლური სასმელის მისაღებად ყურძნის დაწურვის პრაქტიკის გამოყენება 1000 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაში.
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სამხრეთით, დაახლოებით, 48-49 კმ-ის დაშორებით მდებარე ორ ადგილზე ნაპოვნი კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები შეიცავდა დანალექს, რომელიც ყურძნისა და ღვინის ქიმიურ ნიშანს წარმოადგენდა.
„ქიმიური ექსტრაქციის უახლესი მეთოდების საშუალებით, გამოვლინდა ღვინის მჟავა, ასევე ვაშლის, ქარვისა და ლიმნის ორგანული მჟავები,“ - წერენ მკვლევარები ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences“-ში.
"ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის მხოლოდ ღვინის დამზადებისთვის განკუთვნილი ევრაზიული ველური ვაზის მოშინაურების უძველესი ნიმუში", - თქვა ტორონტოს უნივერსიტეტის ახლო და შუა აღმოსავლეთის ცივილიზაციების დეპარტამენტის ჯგუფის წევრმა, პროფესორმა სტეფან ბატიუკმა.
ტერიტორიები, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, მოიცავდა გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის კომპლექსების ზონაში მდებარე ორი ნეოლითური ხანის სოფლის ნაშთებს.
0
0