22/10/2024
17:15
ეკონომიკა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა - საუბარია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, რომელიც 12 წლის წინ დაანონსდა.
ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება. შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია, რომელმაც ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ს დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს ქარხნის ტერიტორიაზე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ხაზით შემოტანას, დასაწყობებას და გადამუშავებას.
პროექტით გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის გადამუშავება, ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს მილიონ 121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 კუბურ მეტრიანი სარეზერვუარო პარკი.
ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
0
0