13/11/2024
13:31
პოლიტიკა
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას არ გამოხატავდა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას შევძლებდით - როდესაც იყო კითხვები, რისი იმედი გაქვთ, სწორედ ამერიკული საზოგადოების იმედი გვქონდა და ამ იმედმა გაამართლა! - ეს განცხადება პარლამენტში, უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის არჩევით ამერიკის საზოგადოება სიმართლის, მშვიდობისა და ტრადიციების მხარეს დადგა.
„ვნახეთ, არჩევნები აშშ-ში და არჩევნები - საქართველოში. ვნახეთ, იქ რა ხარვეზები იყო და ეუთო/ოდირმა რაც დაწერა და ვნახეთ, რაც იყო საქართველოში. შესაბამისად, ორმაგმა სტანდარტებმა დასასრულს მიაღწია.
ამიტომ არის, რომ ტრამპი, რომელსაც ბრალი წაუყენეს და არჩევნების გაყალბების ბრალდებით აპატიმრებდნენ, ამერიკულმა საზოგადოებამ დიდი უპირატესობით და უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია.
ეს მოაქვს ორმაგ სტანდარტებს!" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0