22/12/2022
20:45
სამართალი
თბილისში, დიდ დიღომში მოკლული ახალგაზრდა 28 წლის გიორგი წოწორიაა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
მეზობლის თქმით, მკვლელი გარდაცვლილის მეზობელია.
„რა მოხდა, რა მიზეზის გამო მოკლეს ვერ გეტყვით. მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში დაჭრილიაო, ყვირილის ხმა გავიგე და გავედი. ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა, არ ვიცი ასეთი სისასტიკით როგორ შეიძლება ადამიანი მოკლა. ყელიც ჰქონდა გამოჭრილი, მაგის გარდა სხვა ჭრილობებიც ჰქონდა, სახლში მიაკითხა მკვლელმა, დაუჭრია და დაჭრილი ჩამოსულა ქვემოთ“, - აცხადებს მეზობელი.
მკვლელობის მოტივი უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველების თავად ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
ოჯახის ახლობლის განცხადებით, გარდაცვლილი პორტუგალიაში ცხოვრობდა და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, დღეს დიდ დიღომში, ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობების შედეგად, საკუთარი კორპუსის სადარბაზოსთან დაიღუპა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
0
0