26/10/2024
10:15
არჩევნები 2024
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მან ხმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ასევე, ქვეყნის რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას მისცა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ეს არჩევნები შეიძლება შევადაროთ 31 მარტის რეფერენდუმს. დღეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბედი წყდება. დღეს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, დღეს არის ისე დღე, როცა პოლიტიკური პარტიები დუმან და ქართველი ხალხი ლაპარაკობს.
მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი და ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხმა მივეცი საქართველოსა და ქართული ოჯახების გამთლიანებას. ხმა მივეცი ჩემი შვილის დაბრუნებას საქართველოში და მჯერა, რომ ეს დღე ქართველი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვების იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0