25/11/2024
14:47
პოლიტიკა
როგორც Sky News-ი წერს, კრემლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, ისაუბროს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბაიდენის გუნდისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის გარემოცვა უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს განიხილავს.
„ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა [აშშ-სთან] უკრაინის საკითხი განიხილოს,“ - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინის მზადყოფნა დიალოგის დასაწყებად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკან წაიღებს თავის მოთხოვნებს, რაც უკრაინის სრულ კაპიტულაციას ეხება.
როგორც ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა, განაცხადა, ახლადარჩეული პრეზიდენტი "ღრმად შეშფოთებულია" სამხედრო ესკალაციების გამო და თქვა, რომ „უკრაინაში მშვიდობა უნდა დამყარდეს.“
0
0