20/05/2022
14:56
მსოფლიო
რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის დე-ფაქტო გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი "მალე რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება".
„ჩვენ რუსეთის ფედერაციას განვიხილავთ, როგორც საკუთარ ქვეყანას; ხერსონის ოლქს [რუსეთის] შეიარაღებული ძალები აკონტროლებს და ის, მოგვიანებით, ფედერალურ სუბიექტად გადაიქცევა“, - განაცხადა ვლადიმერ სალდომ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის „გუბერნატორად“, მარტის დასაწყისში, სამხრეთ უკრაინის რეგიონის აღების შემდეგ დანიშნეს.
„ჩვენ [ხერსონის ოლქი] რუსეთის ფედერაციის ნაწილი გავხდებით“, - დასძინა ვლადიმერ სალდომ.
თუმცა, რუსეთის ოფიციალური პირები სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების შესაძლო ანექსიას არ ადასტურებენ.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რეგიონის ანექსია ადგილობრივი მოსახლეობის "ნება-სურვილზე" იქნებოდა დამოკიდებული.
საპორტო ქალაქი ხერსონი (მოსახლეობის რაოდენობა 300 000-მდეა) რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს.
0
0