12/11/2024
14:02
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ არის თვითმარქვია, ხელისუფლება ვართ ჩვენ - ლეგიტიმაციაა ხალხში და არა იმ თვითმარქვია ადამიანებში, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახიან, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ და არჩევნებში მათ შედეგს არავინ აღიარებს.
„ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ხელისუფლება დღეს ვართ ჩვენ და არა თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც ირქმევენ ხელისუფლებას. მათ არავინ აღიარებს და ჩვენ გვაღიარებენ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში. დღევანდელ შეხვედრაზე ამ მთავარ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას და როგორ ვურთიერთობთ ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან. „ქართული ოცნება“ არის თვითმარქვია, ხელისუფლება ვართ ჩვენ. არჩევნების რეალური შედეგებით ხელისუფლება ვართ ჩვენ, ისინი არიან თვითმარქვიები. დღევანდელ სხდომაზე ვმსჯელობდით ზუსტად იმაზე, როგორ მოვახდინოთ ჩვენი თანამშრომლობის სისტემატიზაცია. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მოკლე დროში მოვიდა აქციაზე და მადლობა ჩვენს პარტნიორებს, უმაღლესი რანგის დელეგაცია იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ მოსულები და ხალხს მიმართეს. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური დღე იყო და ამან დაადასტურა, რომ ლეგიტიმაციაა ხალხში და არა იმ თვითმარქვია ადამიანებში, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახიან. ყველა ვინც ახლა საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, ის არის თვითმარქვია. ეს დაადასტურა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ვიზიტმა. შეხვედრასაც კი ვეღარ ბედავენ ამხელა რანგის დელეგაციასთან, იმიტომ, რომ თვითმარქვიაა ეს ხალხი. რა უნდა უპასუხონ თვითმარქვია არალეგიტიმურმა ადამიანებმა?! ლეგიტიმაცია არის ხალხის, ხალხი მხარს გვიჭერს ჩვენ. ძალიან მაღალი რანგის ძალიან კარგი ვიზიტი იყო. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ დეტალებზე, როგორ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, მე კი არ უნდა მკითხოთ, უნდა კითხოთ თვითმარქვია ადამიანებს, რომელსაც კობახიძე და სხვები წარმოადგენენ, არიან თუ არა მზად საერთაშორისო გამოძიებისთვის. თუ ისინი საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობენ, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმ ორგანიზებული დანაშაულის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ერთი რამ იცოდეთ, ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება, გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, ამ საერთაშორისო მექანიზმით, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით პარტნიორებთან. ყველა დამნაშავე, ვინც ხალხის ნება გააყალბა, იქნება პასუხისგებაში მიცემული!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია გადის სამართლიან არჩევნებსა და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების ყოფნაზე, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა.
„სანამ თვითმარქვია, პრორუსები იქნებიან ხელისუფლებაში, ევროპისკენ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის ამის მთავარი ფუნდამენტი.
ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“, ამ თვითმარქვია დაჯგუფების გამო, საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დგას საფრთხის ქვეშ. ეს არის სამწუხარო. ამიტომ ყველა პასუხისმგებლობაა ამ თვითმარქვია ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ. ჩვენი გამარჯვებაა აუცილებელი იმისთვის, რომ არათუ უვიზო მიმოსვლა გვქონდეს, არამედ ევროკავშირის პასპორტი გქონდეთ ყველას და აუცილებლად გვექნება. თვითმარქვია პრორუსი ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0