22/12/2022
20:50
სამართალი
„რეალურად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ფერი აქვს საშინელი, 12 წლის ბავშვივით აქვს ხელები და ფეხები“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანახვა ხალხისთვის შოკი იყო.
„სასამართლოზე დეტალურად ახსნა ექსპერტმა, როგორ არის სააკაშვილი, ასევე, ისაუბრა მიზეზებზე. ბევრი რამ ჩემთვის უცნობი და საინტერესო იყო. ხალხისთვის მიშას დანახვა შოკი იყო. მე კი დღეში 2-ჯერ ვნახულობ და ვიცი, როგორც გამოიყურება, მაგრამ ვინც პირველად ნახა, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ. რეალურად მისი მდგომარეობა უფრო მძიმეა, ფერი აქვს საშინელი, 12 წლის ბავშვივით აქვს ხელები და ფეხები“, - აცხადებს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. დღეს კი, 7 თვიანი პაუზის შემდეგ, სააკაშვილი პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
0
0