წყალდიდობა გაგრაში - დატბორილია 1100-მდე კომლი
10/07/2023
13:57
კონფლიქტები
A-
+A
ძლიერი წვიმის შედეგად გაგრის რაიონში 1100-მდე კომლი დაიტბორა, დაზარალდა სამი სოფელი, ერთი დასახლება და ნაწილობრივ გაგრა - განუცხადა დეფაქტო პრეზიდენტს რაიონის გამგებელმა იური ხაგუშმა.
სოფლების ხელმძღვანელები ამოწმებენ სახლების მდგომარეობას. შედეგების შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია.
გარდა ამისა, დაიტბორა გზები სოფლებში, დაიტბორა სამთავრობო დაწესებულებები - ბზიფის მილიცია, კულტურის სახლი ბიჭვინთაში, მრამზას საბავშვო ბაღი, პირველი სართულები და დაზიანდა 250-მდე მანქანა“, - განაცხადა ხაგუშმა.
10 ივლისს, ორშაბათს დილიდან, ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების „სამინისტრო“ აგრძელებს გაგრის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას.
მაშველები სახლებიდან, შენობებიდან და სარდაფებიდან წყალს ამოტუმბვენ.
0
0
333
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%