23/12/2023
00:30
სპორტი
მსოფლიო ძალოსნობის ლეგენდამ, ლაშა ტალახაძემ კომენტარი გააკეთა ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე, სადაც ზედიზედ მესამედ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
„როდესაც მთელი წლის შრომას გიფასებენ და წლის საუკეთესო სპორტსმენად გასახელებენ, ეს ჯილდო ძალიან დიდი ბედნიერებაა. რა დასამალია და პატარა ბავშვივით მიხარია.
ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ – როდესაც წარმატებულ სპორტსმენს ვხედავდი და წლის საუკეთესო ათლეტად ასახელებდნენ, მეც მუდამ სურვილი მქონდა, რომ ეს ჯილდო თავადაც მიმეღო. ამ ბოლოს დროს კი ისე ხდება, ხშირად მაქვს პატივი, წლის სპორტსმენი გავხდე.
ეს ყველა სპოტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, 2024 წელი მოდის, ოლიმპიური წელია და ყველა ქართველ სპორტსმენს მინდა ბევრი წარმატება ვუსურვო, ხოლო საქართველოს – გამარჯვება და მშვიდობა.
თავად მე წლის საუკეთესო სპორტსმენად ვის დავასახელებდი? ვერ ვიტყვი, რადგან ბევრი ღირსეული სპორტსმენი გვყავს, რომლებიც წარმატებებით გვაკვირვებენ და ვთვლი, რომ ეს ჯილდო ძალიან ბევრს ეკუთვნის. მაგალითად, ქალბატონ ნინო სალუქვაძეს. ქართულ სპორტში მისი წარმატებები და ღვაწლი ყველას მოგეხსენებათ“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.
0
0