11/10/2021
22:03
სამართალი
როგორც პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სწორედ ეს გახდა სააკაშვილისთვის ამ საქმეზე ბრალის წარდგენის საფუძველი. „თავის დროზე, გირგვლიანის მკვლელობის და წამების ამსრულებლები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთი და ორგანიზატორი, რომელიც იყო იმჟამად უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი, დათა ახალაია, მისთვის, რომ ხელი დაეფარებინათ, პრეზიდენტმა გასცა პირობა, შეიწყალებდა და შეუმცირებდა სასჯელს დანაშაულის ამსრულებლებს. წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა და დაიფარებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა სწორედ ის ბრალეულობა, რაზედაც ჩვენ ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე. პრეზიდენტის უფლებაა ჯარის გამოყვანა, როცა ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც ამ უფლებას გამოიყენებ და მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირებ, ეს უკვე დანაშაული და უფლებამოსილების გადამეტებაა“, - განაცხადა სააკაშვილის საქმის პროკურორმა.
0
0