04/01/2025
16:16
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და ევროკავშირში მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრობს. განცხადება ანტონიო კოშტამ ევროკავშირის საბჭოს ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პოლონეთი თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადდა.
კოშტას თქმით, უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი, რათა ევროპამ განგრძობადი მშვიდობა მიიღოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზეც.
"ჩვენ გვჭირდება რომ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა უკრაინაში. ასევე, უკრაინა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამ წელსაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება, რომ მივიღოთ განგრძობადი მშვიდობა. საერთაშორისო სამართალი უნდა ჭარბობდეს – უკრაინის მშვიდობისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ამიტომაც ჩვენთვის თავდაცვა კვლავ უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი", - განაცხადა ანტონიო კოშტამ.
0
0