06/01/2025
16:12
მსოფლიო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა გამოიღვიძოს. მერცი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისების ფონზე ევროპას ძლიერი თავდაცვითი სტრატეგია სჭირდება.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის მერ უზრუნველყოფილი თავდაცვა ძვირი დაგვიჯდება. ასევე აშშ-სა და ევროპას შორის ტრანსატლანტიკურ ინტერესთა კონფლიქტს უნდა ველოდოთ. სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში ვირჩევთ გერმანიის ახალ ფედერალურ მთავრობას. საფრანგეთში განგრძობითი სამთავრობო კრიზისი მძვინვარებს, ავსტრია რამდენიმე დღეა კრიზისშია. ეს მოვლენები უნდა იყოს არა მხოლოდ გაფრთხილების, არამედ ნამდვილი გამოღვიძების ზარი. ევროპა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით“, - აცხადებს მერცი.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალსაა დანიშნული. არჩევნებამდე 50 დღით ადრე ჩატარებულმა საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ფრიდრიხ მერცს კანცლერის თანამდებობაზე უფრო მეტი გერმანელი უჭერს მხარს, ვიდრე სოციალ-დემოკრატების კანდიდატ ოლაფ შოლცს.
0
0