27/10/2024
15:37
საზოგადოება
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც აფხაზური ენა, კულტურა, იდენტობა და თვითმყოფადობა ღირებულია, მისი შენარჩუნება და დაფასება კი, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ურყევი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება ძალისხმევა და ზრუნვა აფხაზური ენის დაცვის, კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის, ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით.
„აფხაზური ენა, როგორც საქართველოს მრავალფეროვანი კულტურისა და ერთიანი უნიკალური ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილი და ფასეულობა, აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლია. წლების განმავლობაში აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, აფხაზური ენა და იდენტობა, ისევე როგორც კულტურული თვითმყოფადობა, გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მის გადარჩენაზე, შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და შერიგების გზაზე, რაც გამყარებულია როგორც ამ ენის კონსტიტუციური სტატუსით, ისე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით. საქართველოს მთავრობის ურყევი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა და ზრუნვა აფხაზური ენის დაცვის, კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის, ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ისევე როგორც ფართო პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ერთ-ერთი არსებითი მნიშვნელობის მატარებელი ფაქტორია აფხაზური საზოგადოების წევრებთან, ერთობლივ წარსულზე დამყარებული მტკიცე კულტურული კავშირებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად ერთიან და ძლიერ საქართველოში“, – აღნიშნულია შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში
0
0