26/10/2024
20:22
არჩევნები 2024
"ვულოცავ ქართულ საზოგადოებას! ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი!" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობს და "მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.
ვულოცავ ქართულ საზოგადოებას. ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ყველამ ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი დღეს საარჩევნო ურნებთან მივიდა და ხმა მისცა არამხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, მისცა ცვლილებას. და დღევანდელმა დღემ დაადასტურა, და დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენ, ანუ ქართველ ხალხს, ამომრჩეველს აქვს ის რაც არ აქვს და ვეღარასოდეს ვეღარ ექნება ოლიგარქს. ეს არის სიმართლე, ეს არის რწმენა, ეს არის ნება, ეს არის ღირსება, ეს არის სიმრავლე და აი ამ სიმრავლითაც, მათ შორის, დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი და... არ ელოდებოდა, კი ბატონო, შეიძლება უშვებდა ამის ალბათობას, ერთადერთი, ხშირად გვითქვამს, იმედი ივანიშვილს ჰქონდა რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ გამოცხადდებოდა საარჩევნო უბანთან იმიტომ რომ ხელისუფლებამ შეიძლება გაგიყალბოთ თქვენ, ნათია [ჟურნალისტი, ნათია გოგსაძე} ხმა, გამიყალბოს მე, გაუყალბოს ბადრის, ელენეს, კოტეს, პავლეს... პროცენტებით მხარდაჭერა გამოხატული გაგიყალბოს, აიღოთ 8% და დაგიწეროს 4%, მაგრამ როდესაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ცხადდება საარჩევნო უბნებზე, ამ მონაცემებს ის ვერ აყალბებს და ვერც გააყალბა. გაუტოლდა 2012 წლის აქტიურობას... - აცხადებს ნიკა მელია.
0
0