20/01/2025
22:06
მსოფლიო
ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს არის ცვლილებების დღე, ასევე, ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის გლობალური გამოწვევების, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის გადამწყვეტად მოქმედებს.
„მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა – მშვიდობა ძალის გზით – იძლევა შესაძლებლობას, განამტკიცოს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0