30/06/2022
10:33
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა დადგენილება ოლიგარქების რეესტრის შესახებ, რომელიც იქამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა.
განკარგულებაში წერია – „ამოქმედდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება „საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქების) რეესტრის შესახებ რეგულაციების დამტკიცების შესახებ“.
დებულება განსაზღვრავს ოლიგარქთა რეესტრის ფორმირებისა და წარმოების წესს.
ასე რომ, ის იწარმოება ელექტრონული ფორმით სახელმწიფო ენაზე. რეესტრში შეტანილი არ არის სახელმწიფო საიდუმლოებისა და ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია. ოლიგარქების შესახებ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია კი არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
0
0