29/10/2024
20:41
მსოფლიო
ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი,“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმის“ საიდუმლო ნაწილში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მოითხოვა.
გაზეთის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა სრულიად არარეალისტურად მიიჩნია, როგორც პოლიტიკური, ისე ობიექტური მიზეზების გამო.
„ტომაჰავკის“ მოქმედების რადიუსია 1 500 მილი, ანუ 2 400 კილომეტრზე მეტი. უკრაინის ტერიტორიიდან მათი გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა დარტყმების განხორციელება რუსეთის ევროპული ნაწილისა და ურალის მიღმაც, დასავლეთ ომსკის ოლქის ჩათვლით.
ცნობისთვის, აშშ არ აძლევს უკრაინას ნებართვას, რომ მან ამერიკული „ატაკამსის” ტიპის რაკეტებით მიიტანოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. „ატაკამსის” მოქმედების რადიუსი „ტომაჰავკებთან” შედარებით 6-7-ჯერ ნაკლებია.
ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რუსეთში შესაძლო სამხედრო სამიზნეების რაოდენობა ბევრად აღემატება ამერიკის მიერ ჰიპოთეზურად გადასაცემი რაკეტების რაოდენობას, ისე, რომ არ შემცირდეს ამერიკის თავდაცვის ძალების შესაძლებლობები.
„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროს თქმით, ზელენსკის ჩანაფიქრით, „ტომაჰავკები” რაკეტების უკრაინაში განლაგება რუსეთის „არაბირთვული შეკავების“ სტრატეგიის ელემენტი უნდა ყოფილიყო.
0
0