29/06/2022
10:59
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში მიმართვისას, რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, გარიცხვის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას CNN აქვეყნებეს.
"გაეროს ქარტია გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარ პასუხისმგებლობას ანიჭებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა. გაეროს ქარტიის მე-2 თავის მე-6 მუხლი ნათლადაა აღნიშნული, რომ გაეროს წევრი, რომელიც გამუდმებით არღვევს წინამდებარე ქარტიაში მოცემულ პრინციპებს, შეიძლება გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი გლობალურ დონეზე. ის კვლავ რჩება გაეროს სტრუქტურებში და სარგებლობს კიდეც იმ ადგილის პრივილეგიებით, რომელიც მას უკავია. რუსეთს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შესახებ კენჭისყრის განხილვაში, რომელიც რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და უბრალოდ კოლონიალისტურია. მოგიწოდებთ, ტერორისტული სახელმწიფოს დელეგაციას ჩამოართვათ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უფლებამოსილებები. ეს შესაძლებელია. ეს აუცილებელია. ეს სამართლიანია. რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0