ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს
22/06/2022
11:25
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან ლიეტუვის მისამართით მორიგი მუქარა და მოსკოვის ზეწოლა ენერგორესურსების მიმართულებით, სანქციების მეშვიდე პაკეტის არგუმენტია.
„ყველა მოლაპარაკების დროს, მუდმივად ვუსვამ ხაზს – ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად. რუსეთი ომისა და აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკის გამო მუდმივ ზეწოლას უნდა გრძნობდეს. მორიგი მუქარა ლიეტუვას მისამართით, ენერგორესურსების მხრივ მორიგი ზეწოლა, ყველაფერი ეს არგუმენტია იმისთვის, რომ დამტკიცდეს სანქციების მეშვიდე პაკეტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0
298
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%