ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებულ პერიოდში გაწვევის შესახებ
23/02/2022
11:15
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ.
ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება არ გამოცხადდება.
„უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. მე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გამოვეცი განკარგულება რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ“, - განაცხადა მან.
ვლადიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას სურს დიპლომატიური გზა და მშვიდობა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე, მაგრამ თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით,”- აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0
342
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%