22/02/2022
15:34
კონფლიქტები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 29 უკრაინულ გრივნას გაუტოლდა, რაც წინა თვის მონაცემი იყო. თებერვალში უკრაინული ფულის ერთეული მცირედით გამყარდა და 28 გრივნით $1-ის ყიდვა შეიძლებოდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედროები გადაისროლა და გაჩნდა უკრაინაზე თავდასხმის რეალური საფრთხე, უცხოური კაპიტალის გადინებამ გრივნის მკვეთრი გაუფასურების წინაპირობა შექმნა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude - ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.
„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ - ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0