17/12/2024
23:05
სპორტი
ფიფა-ს ვერსიით, 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ.
ქალთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების წევრი აიტანა ბონმატი. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
წლის საუკეთესო გოლი: ალეხანდრო გარნაჩო („მანჩესტერ იუნაიტედი“)
ქალთა შორის წლის საუკეთესო მეკარე: ალისა ნეიჰერი („ჩიკაგო“, აშშ)
ქალთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელი: ემა ჰეიზი (აშშ-ს ნაკრები)
ფიფა-ს ფეარ პლეი: ტიაგო მაია („ინტერნასიონალი“, ბრაზილია)
ფიფა-ს ქომაგების ჯილდო: გილერმე განდრა მოურა
წლის საუკეთესო მეკარე: ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინა)
მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი („რეალი“)
0
0